„ბარსელონა“ მცველ რონალდ არაუხოსთან, კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მის მიმართ ინტერესი პრემიერლიგის ორმა კლუბმა გამოხატა, თუმცა კატალონიელები ეცდებიან ურუგვაელი არ გაუშვან და ხელშეკრულება ოთხი წლით გაუგრძელონ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
არაუხო „ბარსელონაში“ ურუგვაული „ბოსტონ რივერიდან“ 2018 წელს გადავიდა, კლუბთან მის მოქმედ კონტრაქტს კი ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
ესპანური პრიმერას მიმდინარე სეზონში არაუხომ 20 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე გაფრთხილება მიიღო. ჩემპიონთა ლიგაში კი წლეულს 5-ჯერ ითამაშა და ერთხელ გააფრთხილეს.