ფეხბურთი

10:52 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ფულემი“ ბალოტელით დაინტერესდა

ლონდონის „ფულემი“ თურქული „ადანას“ 31 წლის თავდამსხმელით, მარიო ბალოტელით დაინტერესდა - გვამცნობს Football Italia.

„ფულემი“ დიდი ალბათობით ამ სეზონის ბოლოს პრემიერლიგაში დაბრუნდება და შეტევის ხაზის გაძლიერება სწორედ იტალიელი ფეხბურთელით სურს. „ბალოს“ საკმაოდ წარმატებული სეზონი აქვს თურქეთში და იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ის „სკუადრა აძურაშიც“ კვლავ მიიწვია.

დასავლეთლონდონური კლუბი ჩემპიონშიფის ცხრილში დამაჯერებლად ლიდერობს, უშუალო მდევარ „ბორნმუთს“ 9 ქულით უსწრებს და თუ სასწაული არ მოხდა, პრემიერლიგაში აღზევდება.

ბალოტელიმ კი მიმდინარე სეზონში „ადანას“ მაისურით 24 მატჩში 11 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. თურქულ კლუბთნ მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

0.117899