ფეხბურთი

0:15 | 1.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელების 5 მოთხოვნა: "რუსულ მედიას სპორტული ტრანსლაციების უფლებებიც არ მიყიდოთ!"

უკრაინამ პეტიცია შექმნა, რითაც საერთაშორისო ფედერაციებს მოუწოდა, რომ არამხოლოდ რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს, არამედ სპორტსმენებსაც აეკრძალოთ საერთაშორისო შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება.

მთლიანობაში არის ხუთი პუნქტი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

1. რუსეთის გარიცხვა ყველა საერთაშორისო ორგანოდან (IOC, FIFA, UEFA, IAAHF, FIBA, ISU და ა.შ).

2. აეკრძალოს ყველა რუს სპორტსმენს მონაწილეობა ყველა საერთაშორისო შეჯიბრებაში.

3. შეწყდეს რუსული მედიისთვის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციის უფლებების მიყიდვა.

4. აეკრძალოს რუსულ კომპანიებს საერთაშორისო ტურნირებსა და კლუბების სპონსორობა.

5. მხარი დაუჭირეთ უკრაინას ინფორმაციის გავრცელებაში. შეუერთდით უკრაინას და გააზიარეთ აგრესორი ქვეყნის ქმედებების შესახებ ნამდვილი ფაქტები.

0.122824