უეფამ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ კონტრაქტი შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დასტურდება.
„უეფამ დღეს გადაწყვიტა, რომ შეწყვიტოს პარტნიორობა გაზპრომთან ყველა ტურნირზე. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის და ის ვრცელდება ყველა არსებულ შეთანხმებაზე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე, უეფას ეროვნული ნაკრებების ტურნირებსა და ევრო 2024-ზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გაზპრომი უეფას სპონსორი 10 წლის განმავლობაში იყო, კონტრაქტი კი, რომელიც გაწყდა, 2024 წლამდე იყო ძალაში.