მოსკოვის „სპარტაკს“ უეფა ევროპა ლიგის გათამაშებიდან მოხსნის. აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და უეფა ცნობას უახლოეს ხანში დაადასტურებს.
„სპარტაკი“ ერთადერთი რუსული კლუბია, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროტურნირებს შემორჩა და ევროპა ლიგის მერვედფინალში „ლაიფციგს“ უნდა შეხვდეს. თუმცა, თუ უეფა მას ტურნირიდან მოკვეთს, გერმანული გუნდი მეოთხედფინალში ავტომატურად გავა.