News

17:00 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტრავმების ეპიდემია "იუვენტუსში": ტურინელებს მეცხრე ფეხბურთელები გამოაკლდათ

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი დენის ზაკარია ერთი თვე ვერ ითამაშებს. ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და დაზიანება საკმაოდ სერიოზული გამოდგა.

შვეიცარიელი მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ვერ გავა მინდორზე, რაც ნიშნავს, რომ 5 მატჩი გაუცდება, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალი „ვილიარეალთან“ და „იუვეს“ აპრილში დაუბრუნდება. დენისს ბარძაყის ტრავმა აღენიშნება.

„იუვენტუსს“ მარტში 5 მატჩი ელოდება და მასიმილიანო ალეგრის განკარგულებაში მხოლოდ 3 ნახევარმცველია, არტური, მანუელ ლოკატელი და ადრიენ რაბიო, რადგან ვესტონ მაკკენიც ტრავმირებულია და 2 თვე იუქმებს.

აღსანიშნავია, რომ "იუვეს" ლაზარეთში ამჟამად 9 ფეხბურთელია და მეკარეებს თუ არ ჩავთვლით პირველი გუნდის შემადგენლობიდან ალეგრის განკარგილებაში დღეისთვის მხოლოდ 11 მოთამაშეა. აქვე გეტყვით, რომ დენის ზაკარია "ბებერმა ქალბატონმა" იანვარში დაიმატა და შვეიცარიელმა ოთხ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

0.115191