საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევ ეტაპზე მესამე შეხვედრა მოიგო. ილიას ზუროსის მომზადებული გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკენონიას შეხვდა და მეტოქე 79:65 დაამარცხა.
მატჩის შემდგომ ჩვენი გუნდის ბერძენმა სპეციალისთმა თამაში შეაფასა. მან ასევე უკრაინაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომი უნდა შეჩერდეს!
"პირველ რიგში ვულოცავ ჩემს მოთამაშეებს და ასევე სტაფს. რადგან მცირე პერიოდში მათ დიდი სამუშაო გასწიეს. ამ გამარჯვებას ჩვენ ქართველ გულშემატკივარს ვუძღვნით. მათ, რომლებიც პირველ თამაშზეც იყვნენ და ასევე მათ, ვინც მთელი წლების განმავლობაში გვგულშემატკივრობს. ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. ძალიან მნიშვნელობანია, რომ გულშემატკივრობდე კალათბურთს შენს ქვეყანაში.
ეს გამარჯვებები ძალიან მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნისთვის, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსი გვქონდა და ამავდროულად მომდევნო ეტაპისთვის მომზადების საშუალებას გვაძლევდა. ჩვენი საქმე ამით არ დასრულებულა. უნდა ვიყოთ კონცენტრირებული მომდევნო ფანჯრის დროსაც, რადგან იქაც გამარჯვებები გვმართებს.
გვაკლდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე: თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, ახალგაზრდა ალექსანდრე ფევაძე, რომელსაც ტრავმა აქვს. თუმცა, ვინც ჩამოვიდა, ყველამ ბოლომდე და გულით ითამაშა. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთამაშე მალე დაგვიბრუნდება. მათ დაძვაში ძალიან კარგად ითამაშესმ ეს კი ის კომპონენტია, რომელსა შედეგი მოაქვს და გამარჯვებაში გამარჯვებაში ძალიან დაგვეხმარა და ფაქტიც სახეზეა - ჩვენ ჯგუფიდან გავედით. იყო შეცდომებიც, რომლებიც მომავალში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. თანამედროვე კალათბურთში რაიმეს დაგეგმვა ძალიან რთულია, მითუმეტეს კორონავირუსის პირობებში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა, არის უკრაინაში მიმდინარე ამბებს. ჩვენ ყველას გვინდა უარი ვთხრათ ომს. ძალიან ძნელია, როდესაც ადამიანები იღუპებიან. უნდა შევთანხმდეთ, რომ 2022 წელს მსგავსი რამეები არ უნდა ხდებოდეს. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ომის წარმოება არასწორია. ადამიანებმა ერთმანეთს სიყვარული უნდა გაუზიარონ და არა ომი”, - განაცხადა ილიას ზუროსმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას 1 ივლისს, უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.