სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:25 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძემ "მეზოკოვეშდს" ბოდიში მოუხადა - "ეფექტური გოლი იყო და ემოციები ვერ გავაკონტროლე"

უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში „უიპეშტმა“ „მეზოკოვეშდს“ 3:1 მოუგო - ბუდუ ზივზივაძემ კი დუბლი შეასრულა! ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თავის ყოფილ გუნდს გოლის აღნიშვნისთვის ბოდიში მოუხადა.

27 წლის ქართველმა ფორვარდმა „უიპეშტში“ მეორე შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი დაუგროვდა. მან ორივე შეხვედრაში თავის ყოფილ გუნდებს გაუტანა.

"პირველ რიგში ვულოცავ ჩემს გუნდს. მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და ვფიქრობ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. რაც შემეხება მე, აქ თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ, რადგან მწვრთნელიც მენდობა. თავისუფალი ვარ და შემიძლია ყველაფერი გავაკეთო. პირველი გოლი "მეზოკოვესდის" წინააღმდე არ ავღნიშნე, ამით მათ მიმართ პატივისცემა გამოვხატე, რადგან იქ ვთამაშობდი. ამ კლუბთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. მეორე გოლი ძალიან ეფექტური გამოვიდა და ემოციების გაკონტროლება ვერ შევძელი. ბოდიშს ვიხდი ამ აღნიშვნისთვის, ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი გოლი იყო და სულ ესაა", - განაცხადა ზივზივაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბუდუმ ანგარიში 35-ე წუთზე გახსნა. გოლი კარგ კომბინაციას მოჰყვა, რომელიც გიორგი ბერიძემ დაიწყო. 53-ე წუთზე კი ეფექტური გოლი შეაგდო და ანგარიში 2:1 გახადა. ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, მას „უიპეშტში“ 2 მატჩში 3 გოლი აქვს, მანამდე კი „ფეჰერვარში“ 12 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.122489