რუმინულმა საფეხბურთო კლუბმა „პეტროლულმა“ კიევის „დინამოს“ ოფიციალური წერილი გაუგზავნა და შესთავაზა, რომ კლუბის აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელები ბუქარესტში გაუშვან.
როგორც რუმინელთა მიერ „დინამოს“ პრეზიდენტის იჰორ სურკისისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, კლუბი მზადაა ბავშვები დაიმატოს და მათთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც შეიფაროს, იქამდე, სანამ უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს.
„ძვირფასო მეგობრებო, მამაცი უკრაინელი ხალხისთვის ამ რთულ დროს, სპორტსმენები და ბავშვები არ უნდა გახდნენ უაზრო ომის „პირობითი მსხვერპლნი“. იმ რთული პერიოდის გათვალისწინებით, რომელსაც თქვენ გადიხართ, ჩვენი კლუბი გთავაზობთ ტრანსპორტის მომსახურებას, განთავსებას, კვებას და ვარჯიშის შესაძლებლობას ახალგაზრდების ორი ჯგუფისთვის განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ბავშვს შეიძლება თან ახლდეს ოჯახის წევრები.
გთხოვთ მიიღოთ ეს წინადადება, როგორც ჩვენი კლუბის სოლიდარობის ჟესტი თქვენი, კიევში ჩვენი მეგობრების მისამართით. თუ ეთანხმებით ჩვენს მოწვევას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. სპორტი არის და უნდა დარჩეს მშვიდობის ელჩად, თუნდაც ომის დღეებში. ღრმა მადლიერებით, პრეზიდენტი კოსტელ ლაზარი“, - ნათქვამია რუმინული კლუბის განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ „პეტროლული“, რომელიც რუმინეთის მეორე დივიზიონში თამაშობს და ლიდერია, გარდა ზემოხსენებული შეთავაზებისა, 28 თებერვალს უკრაინაში პროდუქტებსა და სხვადასხვა საჭირო ნივთებს გაგზავნის.