სხვა

12:49 | 28.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

4 მედალი ვარშავის ღია პირველობიდან

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ვარშავის ღია პირველობაზე იასპარეზა და გამოსვლა ოთხი მედლით დაასრულა.

ღია პირველობის დასკვნით დღეს ბრინჯაოს მედლები 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი შერაზადიშვილმა და 90 კილოგრამში ნიკა ხარაზიშვილმა მოიპოვეს. ვერცხლის მედლები კი +100 კილოგრამში ირაკლი დემეტრაშვილმა დაისახუთრა. ერთი დღით ადრე ასევე ვერცხლის მედლით დაასრულა ასპარეზობა გიორგი ტერაშვილმა, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით, კაცთა ჩათვლაში მე-6 ადგილი დაიკავა.

0.117296