ფეხბურთი

21:26 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალმა" გოლი ცენტრიდან გაიტანა, "საბურთალომ" - მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი თბილისის „საბურთალოსა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით დასრულდა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და თბილისელებმა 2:1 მოიგეს. თუმცა, ანგარიში იმერლებმა გახსნეს და თანაც, სუპერგოლი გაიტანეს. დემურ ჩიხლაძემ ოთო გოშაძის კარი მოედნის საკუთარი ნახევრიდან დალაშქრა.

„სამგურალს“ ეს გოლი ქულებისთვის არ ეყო, რადგან პირველივე ტაიმში იური ტაბატაძემ პენალტით გაათანაბრა, ხოლო 83-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ გამარჯვების გოლი გაიტანა და „საბურთალომ“ მოიგო.

მეორე ტურში „საბურთალო“ 4 მარტს „გაგრას“ ესტუმრება, ხოლო „სამგურალი“ 5 მარტს თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

„საბურთალო“ – „სამგურალი“ 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჩიხლაძე (11), 1:1 ტაბატაძე (44, პენ), 2:1 ქარდავა (83)

0.111017