ფეხბურთი

15:48 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მუტუს კარიერის დასრულება "ფიორენტინაში" სურს

რუმინული "პეტროლულის" პრეზიდენტმა დანიელ კაპრამ განაცხადა, რომ ადრიან მუტუს "ფიორენტინაში" დაბრუნება და საფეხბურთო კარიერის იტალიურ კლუბში დასრულება სურს.

"ზაფხულში, როდესაც ინდურმა კლუბმა "პუნემ" წინადადებით მოგვმართა, მუტუს შენარჩუნებას ვცდილობდი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ იგი იანვარში "ფიორენტინაში" დაბრუნდებოდა. ვიცი მას კვლავ უნდა ყოფილ კლუბში თამაში და ამავე კლუბში კარიერის დასრულება." - განაცხადა კაპრამ.

სკანდალებით სახელგანთქმული რუმინელი თავდამსხმელი "ფიორენტინას" მაისურით 2006 წლიდან 2011 წლამდე ასპარეზობდა - 143 ჩატარებულ შეხვედრაში 69 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. ამა წლის ზაფხულს, 35 წლის ფეხბურთელმა რუმინულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ინდოეთის გუნდ "პუნეს" შეუერთდა.

0.111171