ფეხბურთი

15:31 | 27.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთისა და შვედეთის შემდეგ რუსეთთან თამაშზე უარი ჩეხეთმაც თქვა

პოლონეთისა და შვედეთის შემდეგ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში თამაშზე უარი ჩეხეთმაც თქვა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი, პერსონალი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები შეთანხმდნენ, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ თამაში შეუძლებელია, ნეიტრალურ მოედანზეც კი. ჩვენ ყველას გვინდა ომის დასრულება, რაც შეიძლება მალე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამრიგად, ფიფას ზურგი უკვე სამმა საფეხბურთო ასოციაციამ აქცია, ისინი პლეი-ოფში რუსეთის ნაკრებთან ერთად იყვნენ ჯგუფში. ახლა ფიფას ორი გზა აქვს: სამივე ქვეყანას ტექნიკური წაგება ჩაუთვალოს და ავტომატურად, რუსეთს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უთამაშებლად გადასცეს, ან რუსეთის ნაკრები პლეი-ოფიდან მოკვეთოს...

0.112002