„ლიდს იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს მარსელო ბიელსა დატოვებს. ბრიტანული მედიის ცნობით, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ „ელ ლოკო“ იოკრშირელებს აღარ გაწვრთნის.
„ლიდსს“ რთული სეზონი აქვს, ბოლო ორ ტურში კი, ჯერ „ლივერპულთან“ 0:6 და მერე „ტოტენჰემთან“ შინ 0:4 წააგო. ამიტომაც, არგენტინელი გუნდიდან წავა.
ბრიტანელები წერენ, რომ ბიელსას „ლაიფციგის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჯესი მარში შეცვლის.
აქვე გეტყვით, რომ მარსელო ბიელსა „ლიდს იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად 2018 წელს დაინიშნა და კლუბი პრემიერლიგაში 16-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა.