ფეხბურთი

23:38 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენის დიდი დაბრუნება

პრემიელიგაში შაბათის სათამაშო დღის მთავარი ამბავი „ბრენტფორდის“ შემადგენლობაში კრისტიან ერიკსენის გამოჩენა გახლდათ. ადამიანის, რომელსაც შარშან ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩის დროს მინდორზე გული გაუჩერდა და ძლივს გადაარჩინეს.

და აი, რვა თვის შემდეგ ის ოფიციალურად დაბრუნდა. „ნიუკასლის“ წინააღმდეგ მატჩში, 52-ე წუთზე მატიას იენსენი შეცვალა.

მისმა გუნდმა „კაჭკაჭებთან“ 0:2 წააგო. მე-11 წუთიდან კი კაცნაკლული თამაშობდა. მაგრამ საფინალო სასტვენის შემდეგ ის კიდევ დიდ ხანს იდგა მინდორზე და გასახდელში შესვლას არ ჩქარობდა. ტრიბუნებზე კანტიკუნტად შემორჩენილ მაყურებელს ტაშს უკრავდა...

„ნიუკასლმა“ კი ბოლო ხუთ ტურში მეოთხედ მოიგო.

წინა ტურში „ტოტენჰემთან’ მარცხის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა თითქოს თავდაჯერება დაკარგეს. „ევერტონთან“ პირველ ტაიმში საერთოდ არაფერი შეუქმნიათ. შესვენების შემდეგ კი ცოტა გამოფხიზლდნენ და ფილ ფოდენის გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვეს კიდეც.

„სიტის“ თანაქალქელმა „იუნაიტედმა“ კი ვერაფრით მოიპოვა სტაბილურობა. მართალია, რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით მხოლოდ ერთხელ წააგეს პრემიერლიგაში, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ გერმანელი სპეციალისტის თავკაცობით „დიდი მატჩი“ ჯერ არ უთამაშიათ. საკმაო ქულები დაკარგეს შედარებით სუსტ მეტოქეებთან.

ამჯერდაც ბევრს უტევდნენ უოტერფორდელებს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ისევ სიზუსტეში სცოდავდნენ. კრიშტიანუ რონალდუმ პირველ ტაიმში კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის მიზეზით არ ჩაუთვალა გოლი.

ინგლისი

პრემიერლიგა

27-ე ტური. 26 თებერვალი

ევერტონი - სიტი 0:1

ლივერპული. „გუდისონ პარკი“

0:1 ფოდენი (82)

ევერტონი: პიკფორდი, კოულმენი, კინი, ჰოლგეიტი, კენი, ალანი, დუკურე, აივობი (ელ-ღაზი 88), ვან დე ბეეკი (დელე ალი 71), გორდონი (გრეი 77), რიშარლისონი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

სიტი: ედერსონი, ლაპორტი, სტოუნზი, დიაში, კანსელუ, გიუნდოგანი (მაჰრეზი 77), როდრი, დე ბრუინი, სტერლიგი (ჟეზუსი 77), ბერნარდუ სილვა, ფოდენი

მწვრთელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: ვან დე ბეეკი (27), ალანი (57), დელე ალი (90+6); ედერსონი (87), ფოდენი (89)

მანჩესტერი - უოტფორდი 0:0

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“

მანჩესტერი: დე ხეა, ვან ბისაკა, ლინდელოფი, ვარანი, ტელესი (შოუ 74), პოგბა, ფრედი (სანჩო 62), ფერნანდეში, მატიჩი (რაშფორდი 74), ელანგა, რონალდუ

მწვრთნელი: რალფ რანგნიკი

უოტფორდი: ფოსტერი, ნგაკია (კაბასელე 63), კამარა, კეტკარტი, სამირი, ლუზა, კლევერლი (კუცკა 80), სისოკო, კინგი (სემა 63), სარი, დენისი

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება არ ყოფილა

ლიდსი - ტოტენჰემი 0:4

0:1 დოჰერტი (10), 0:2 კულუშევსკი (15), 0:3 კეინი (27), 0:4 სონი (86)

ბრაიტონი - ასტონ ვილა 0:2

0:1 კეში (17), 0:2 უოტკინსი (68)

ბრენტფორდი - ნიუკასლი 0:2

0:1 ჟოელინტონი (33), 0:2 უილოკი (44)

გაძევება: დასილვა (11, ბრენტფორდი)

კრისტალ პალასი - ბარნლი 1:1

1:0 სლუპი (9), 1:1 მილივოევიჩი (46 საკ. კარში)

0.164116