ფეხბურთი

23:21 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო: „ძალიან მინდოდა პრემიერლიგაში დაბრუნება. შესანიშნავ კლუბში ვარ“

„ასტონ ვილას“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, ჟურნალისტებს მისი ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნების შესახებ უამბო.

„ბედნიერი ვარ. ძალიან მინდოდა პრემიერლიგაში დაბრუნება. თავჩაუხრელად ვმუშაობ ყოველდღე. მინდა გუნდს ბევრი სიკეთე მოვუტანო. შესანიშნავ კლუბში ვარ.“ - ციტირებს კოუტინიოს სიტყვებს ESPN.

29 წლის კოუტინიო ბირმინგემელთა რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს. ის „ბარსელონას“ საკუთრებაა და იჯარის წესით თამაშობს ინგლისში.

თუმცა, კონტრაქტის მიხედვით, „ასტონ ვილას“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ბრაზილიელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

0.114517