შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ ინგლისური ჩემპიონშიფის 35-ე ტურში „პიტერბორო იუნაიტედს“ ესტუმრა და 0:3 დაამარცხა. დუბლი მიითვალა კინ ლუის-პოტერმა, ანგარიში კი ტაილერ სმიტმა გახსნა. ეს ქართველი სპეციალისტის ინგლისურ კლუბში მერვე მატჩი და მეორე გამარჯვება გახლდათ.
ახლა „ჰალი“ სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-18 ადგილზეა და 14 პუნქტით უსწრებს გასავარდნ ზონას.