ფეხბურთი

21:48 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: „ვიზიარებ უკრაინელების ტკივილს“

„ჰალს სიტის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს, ბრიტანულმა The Sun-მა ინტერვიუ ჩამოართავა. 49 წლის ქართველი სპეციალისტი საუბრობს უკრაინის კრიზისზე, ბავშვობასა და კარიერაზე.

„რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრამ „ჰალის“ თავკაცს, შოთა არველაძეს, მტკივნეული მოგონებები აღუძრა.

მის მშობლიურ საქართველოში მსგავსი რამ 2008 წელს მოხდა, როცა ვლადიმირ პუტინის ჯარი იქ შეიჭრა და გარკვეული რეგიონები დღესაც ოკუპირებული რჩება.

პუტინმა ტყუილი საბაბით შეუტია უკრაინას, თითქოს თვითგამოცხადებულ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკებს დახმარება სჭირდებოდათ. ეს ამბავი ძალიან ჰგავდა საქართველოს დარბევის ისტორიას.

მაშინ რუსი დესპოტი ამბობდა, რომ ასევე თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს, სამხერთ ოსეთსა და აფხაზეთს ეხმარებოდა.

არველაძე საქართველოში ფეხბურთის ლეგენდაა. ერონულ გუნდში 61 მატჩი ჩაატარა და 26 ბურთი გაიტანა. 6-ჯერ კი მან ნაკრებში თავის ძმებთან, ტყუპისცალ არჩილთან და უფროს რევაზთან ერთად ითამაშა.

SunSport-ს მან უთხრა: „საქართველოში დღესაც ძალიან დაძაბული სიტუაციაა და მინდა საუკეთესო სურვილები გადავცე უკრაინელ მეგობრებს. ეს ქვეყანა ჩვენ ძალიან გვიყვარს.

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ომი, ჭურვების აფეთქება, რომელსაც ბევრი სიკვდილი მოაქვს, ანგრევს ოჯახებს. ატირებს შვილდაკარგულ მშობლებს.“

„საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ქვეყანაში უამრავი კონფლიქტი მოხდა. იგივე ვითარებაა უკრაინაშიც.“

არველაძე საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიზარდა, როცა ეს ქვეყანა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. მისი მშობლები, იუსტინე და თამარი ექიმები არიან.

„რატომ უნდა დავბრუნდეთ იქ, სადაც კარგად არ ვცხოვრობდით? ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა. ვამაყობ ჩემი ერით, რომელსაც დიდი ისტორია აქვს.

როცა საბჭოთა იმპერია დაიშალა, ჩვენ საკუთარი იდენტობა დაგვიბრუნდა.

ადრეც ბევრს ვკითხულობდით ჩვენი ისტორიის შესახებ. ქრისტიანობაზე, რომელიც მეოთხე საუკუნის დასაწყისში მივიღეთ. შემოგვრჩა მესამე, მეოთხე და მეხუთე საუკუნის ისტორიული ძეგლები.

ასევე გვაქვს უნიკალური დამწერლობა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.

უამრავი გამოჩენილი მწერალი, მხატვარი და მუსიკოსი გვყავდა. ასევე ოლიმპიური ჩემპიონები, რაც წარმოუდგენელია ასეთი პატარა ერისთვის.

ვართ პირველები, ვინც 8 ათასი წლის წინათ ღვინის დაყენება დაიწყო. 55 სახეობის ღვინო გვაქვს, მაშინ როცა ფრანგებს მხოლოდ ცხრა სახეობისა...

ასევე განსაკუთრებით გემრიელ ყველს ვამზადებთ და გადასარევ პურს ვაცხობთ.

არველაძეს ახსოვს, რომ საბჭოთა ბავშვებს რეალობას უმალავდნენ.

„ბავშვობაში ყველა ბედნიერია. მივდიოდით დასასვენებლად მთებში, ზღვაზე. მაგრამ როცა 15-16 წლისები გავხდით, მივხვდით, რომ ყველაფერო კარგად არ არის.“

„ჰალის“ თავკაცი ამბობს, რომ ფეხბურთი მისთვის თავიდანვე ცხოვრება იყო.

„ერთხელ მშობლებმა ბურთი მოგვიტანეს და ვინ იფიქრებდა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელები გავხდებოდით. მრავლობითში ის ტყუპისცალ არჩლს გულისხმობს.

შინ ვთამაშობდით ფეხბურთს, ფანჯრებს ვამტვრევდით. მერე, როცა წამოვიზარდეთ, მივხვდით, რომ ასე მოქვევა არ შეიძლება. თუმცა ბოლომდე მაინ ვერ გავითავისეთ.

ხანდახან დედა მოვიდოდა სამსახურიდან და გვეუბნებოდა: რატომ გდია ეს ჭიქა სხვა ადგილზე. რას აკეთებთ, კიდევ ფეხბურთი ითამაშეთ?

ექიმების შვილები ვიყავით და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ფეხბურთელები გავხდებოდით.

მშობლებს დიდად ვემადლიერებით, იმდენ თავისუფლებას რომ გვაძლევდნენ, რაც იმ ქვეყანაში შეიძლებოდა. კარგ სკოლაში ვსწავლობდით. კარგი განათლება მივიღეთ.

არ გვიშლიდნენ იმას, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარდა. არ გვაძალებდნენ ადვოკატობას, ექიმობას და ასე შემდეგ.

არველაძემ ფეხბურთზე დასწრების გემო პირველად ექვსი წლისამ გაიგო, როცა 1979 წელს თბილისის „დინამომ“ „ლივერპული“ ჩემპიონთა თასის გათამაშებიდან გამოთიშა.

„3:0 მოვიგეთ. ჯამში კი 4:2 გავიმარჯვეთ. ეს იყო შესანიშნავი თამაში ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან.

1981 წელს კი თასების მფლობელთა თასი მოვიპოვეთ და გზად ასევე ინგლისური „ვესტ ჰემი“ დავამარცხეთ.“ - აგრძელებს შოთა.

„დინამოში“ თამაშისას მან ზედიზედ ოთხჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი. შემდეგ იყო „ტრაბზონსფორი,“ „აიაქსი,“ „რეინჯერსი“ და „ალკმაარი.“ შესანიშნავი კარიერაც პოეტურად დაასრულა. მაშინ „ლევანტეს“ მოთამაშემ, ბოლო მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ჩაატარა.

შემდეგ „ალკმაარში“ დაბრუნდა და ლუი ვან გაალის ასისტენტი გახდა.

„ლუის მეთოდები ყველაზე გასაგები იყო ჩემვის, ვისთანაც კი მიმუშავია. რთულს ძალიან მარტივად აგიხსნიდა.“ - აგრძელებს შოთა.

არველაძე „ალკმაარში“ რონალდ კუმანის თანაშემწეც გახლდათ, შემდეგ იყო თურქული „ქაისერისფორი,“ „ქასიმფაშა“ და „ტრაბზონსფორი.“ თელ-ავივის „მაკაბი“ და ტაშკენტის „ფახატაქორი,“ რომელთან ერთადაც უზბეკეთში ხუთი ჯილდო მოიგო.

ახლა ის თითქმის ერთი თვეა „ჰალ სიტის“ მთავარი მწვრთნელია. ბრიტანულ კლუბში ახალი თურქი მფლობელის, აჯუნ ილიჯალის მიწვევით მოვიდა.

„მიყვარს ინგლისური ფეხბურთი. განწყობა, გულშემატკივრები, სიტუაცია სტადიონებზე - ეს არის ყველაფერი, რაც ფეხბურთში მომუშავე ადამიანმა შეიძლება ისურვოს.

მატჩები იმდენად მოკლე დროის შუალედში იმართება, რომ უმალ გავიწყდება ბოლო თამაში. მართალია, წაგება სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეს გამოწვევას გიმატებს და მოტივაციასაც გიზრდისს.“ - ამბობს არველაძე.

და სანამ რუსული ტანკები ევროპის სუვერენულ ქვეყანაში დაგრუხუნებენ, არველაძე ერთი გზავნილით გვემშვიდობება: „მოდით, ომის მაგიერ ფეხბურთი ვითამაშით და მწუხარების ნაცვლად ადამიანებს სიხარული მივანიჭოთ!“

0.115776