კალათბურთი

13:10 | 26.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სავარაუდოდ, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა

დიდი ალბათობით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტი გაწყვიტა და რუსული კლუბი დატოვა.

30 წლის ქართველმა მოთამაშემ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული სამხედრო იერიშის შემდეგ მიიღო და კლუბიდან მისი წასვლა ოფიციალურად უახლოეს ხანში უნდა დადასტურდეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე თორნიკემ ფეისბუქით უკრაინას მხარი საჯაროდ დაუჭირა, როცა უკრაინის დროშა შემდეგი წარწერით გამოაქვეყნა: „ვლოცულობ უკრაინისთვის, გამაგრდით!“

შენგელია ცსკა-ში 2020 წლის ზაფხულში გადავიდა, მიმდინარე სეზონში კი ქართველი კალათბურთელი ევროლიგაში საშუალოდ 24 წუთში 13 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს აგროვებდა. შეგახსენებთ, შენგელიას კარიერის განმავლობაში „ვალენსიაში“, „შარლერუაში“, „პეპინსტერში“, „ბრუკლინ ნეტსში“, „ჩიკაგო ბულსსა“ და „ბასკონიაში“ აქვს ნათამაშები.

0.117919