ფეხბურთი

23:12 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" "ტორპედო" დაამარცხა და სეზონი კარგად დაიწყო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო თბილისსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის გაიმართა.

„ქართული დერბი“ მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა და კახა ცხადაძის გუნდის 3 ქულის მოპოვება არ გასჭირვებია. თბილისელებმა ანგარიში 29-ე წუთზე გახსნეს, როცა კარგი კომბინაცია გაითამაშეს - ოსეი ბარნსის დარტყმა ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე ყველას გიორგი მოისწრაფიშვილმა დაასწრო და თავისიანები დააწინაურა.

„დინამოს“ 2 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ უპირატესობა გაეზარდა. ამჯერად იმერელთა კარი სტანისლავ ბილენკიმ დალაშქრა და საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა. ცხადაძის შეგირდებმა მეორე ნახევარში კიდევ ორჯერ გაიტანეს - ჯერ საიმონ ბენიომ შეაგდო, ბოლო წუთზე კი შორი მანძილიდან უსმანე კამარამ ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირა - 4:0

ასე რომ, „დინამო თბილისმა“ სეზონი კარგად დაიწყო, „ტორპედომ“ - ცუდად. აღსანიშნავია, რომ მატჩის წინ ორივე გუნდის ფეხბურთელებმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მეორე ტურში ცხადაძის გუნდი 4 მარტს დინამო ბათუმს ესტუმრება, ხოლო გია ცეცაძის შეგირდები იმავე დღეს გორის „დილას“ უმასპინძლებენ.

„დინამო თბილისი“ – „ტორპედო“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მოისწრაფიშვილი (29), 2:0 ბილენკი (31), 3:0 ბენიო (65), 4:0 კამარა (90)

0.163343