ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევი ფრენკი დე იონგი გულშემატკივრებმა გამოკიტხვის შედეგად ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. ინფორმაციას უეფას ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
დე იონგმა "ნაპოლისთან" სტუმრად მოგებულ (4:2) ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ტავი ეფექტური დარტყმით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში ფრენკიმ ყველა ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.