ფეხბურთი

18:12 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "ყველაფერი გასაგებია, მეკარეები ძალიან კარგად მუშაობენ"

„ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს „მალიორკასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მეკარის პოზიციაზე ცვლილების გაკეთებას კიდევ ერთხელ ხომ არ გეგმავს.

ბორდალასმა საკითხი ღია დატოვა და აღნიშნა, რომ გიორგი მამარდაშვილიც და ხაუმე დომენეკიც კარგად მუშაობენ.

„ყველაფერი გასაგებია, ძალიან ნათელია. გვქონდა სირთულეები იასპერთან, რომელმაც ყველაზე მეტი ითამაშა და გუნდში ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე მეკარეა. მას ტრავმები ჰქონდა და ყოველთვის ვერ ვეყრდნობოდით. მეკარეობა ძალიან სპეციფიკურია, მაგრამ ისინი კარგად მუშაობენ“, - თქვა ბორდალასმა.

ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ვარაუდობს, რომ „მალიორკასთან“ მამარდაშვილი ითამაშებს და თუ ეს პროგნოზი გამართლდა, გიორგი ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. 21 წლის ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 თამაში აქვს ჩატარებული. ვთქვათ ისიც, რომ სილესენი ჯერ ისევ ტრავმირებულია.

აქვე გეტყვით, რომ „მალიორკასა“ და „ვალენსიას“ მატჩი 26 თებერვალს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

0.122593