ფეხბურთი

16:00 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში მატჩები უკრაინის სოლიდარობისთვის 5 წუთით გვიან დაიწყება

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის მატჩები, რომლებიც შაბათ-კვირასაა დაგეგმილი, 5 წუთით დაგვიანებით დაიწყება.

როგორც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული, ეს ჟესტი უკრაინის მიმართ სოლიდარობას უკავშირდება. ამ გზით იტალიის ფეხბურთის ფედერაციას სურს ყურადღება გაამახვილოს სიცოცხლის ღირებულებაზე.

აქვე გეტყვით, რომ დაგეგმილ აქციაში იტალიის ყველა პროფესიონალური კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

0.16122