სხვა

14:49 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი კლიჩკო ფრონტის ხაზზეა და კიევს იცავს

ლეგენდარული უკრაინელი მოკრივე და ამჟამად კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ფრონტის წინა ხაზზეა და უკრაინის დედაქალაქს იცავს.

50 წლის კლიჩკომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გუშინ დააანონსა: „სხვა არჩევანი არ მაქვს, ეს უნდა გავაკეთო, მე ვიბრძოლებ. უკრაინელი ხალხი ძლიერია და ამ საშინელი განსაცდელის ჟამს ერთგული დარჩება საკუთარი თავისა და ქვეყნის. უკრაინელმა ხალხმა დემოკრატია აირჩია“, - თქვა კიევის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ვიტალი კლიჩკომ სპორტული კარიერა 2013 წელს დაასრულა, კიევის მერი კი 2014 წლიდანაა.

0.112891