ფრიად უცნაური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ ბრაზილიელ ფეხბურთელ დევიდ ნერესს და მის გულისსწორს, ჰოლანდიელ მოდელ კირა ვაინონას. ფაქტობრივად თვე ისე არ გავა, რომ არ იჩხუბონ, არ დაშორდნენ, მაგრამ კამათიდან რამდენიმე დღის შემდეგ წყვილი ისევ რიგდება და თითქოს აქ არაფერიო, ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას.
უნდა ვაღიაროთ, რომ მომხიბვლელი კირა ვაინონა ის ქალი არაა, ცხოვრებისგან თავსმოხვეულ წინააღმდეგობებს შეუშინდეს. როგორც ევროპული “ყვითელი“ მედია გვამცნობს, არცთუ ხშირია შემთხვევები, როდესაც ჩხუბის, დაშორებისა და შერიგების ინიციატორი სწორედ ეს გოგო იყო და არა დევიდ ნერესი.
დევიდ ნერესზე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის იშვიათი ოკეანისგაღმელი ფეხბურთელია, რომელსაც ბრაზილიიდან ევროპაში გადმობარგების შემდეგ, კირას გარდა სხვა ქალთან სერიოზული და მედიის “ყბაში ჩასავარდნი“ ურთიერთობა არც ერთ ქალთან არ ჰქონია, რაც როგორც საკუთრივ ფეხბურთელზე, ასევე მის გულისსწორზე ბევრ კითხვას სცემს პასუხს.