ფეხბურთი

13:03 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფიფა: "ვგმობთ რუსეთის აგრესიას და უკრაინაში ძალის გამოყენებას"

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაცია ფიფამ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა და საომარი მოქმედებები დაგმო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძალადობა გამოსავალი არ არის და მხარეებმა მშვიდობა კონსტრუქციული გზით უნდა აღადგინონ.

„ფიფა გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ძალის გამოყენებას და ძალადობის ყველა ფორმას კონფლიქტის მოსაგვარებლად. ძალადობა არასდროსაა გამოსავალი. ფიფა მოუწოდებს ყველა მხარეს, აღადგინონ მშვიდობა კონსტრუქციული დიალოგის გზით. ფიფა სოლიდარობას უცხადებს ამ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.

რაც შეეხება ფეხბურთის საკითხებს, როგორც უკრაინაში, ასევე რუსეთში, ფიფა აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს. მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის თამაშების შესახებ ინფორმაცია დადგენილი წესით გამოცხადდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

0.116279