ფეხბურთი

12:25 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ყარაბაღის" მწვრთნელმა თავის ფეხბურთელს ხელით გატანილი გოლი გააუქმებინა

უეფას კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში „ყარაბაღი“ შინ „მარსელთან“ 0:3 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, თუმცა, აზერბაიჯანული გუნდის მთავარი მწვრთნელი ყურბან ყურბანოვი მისაბაძი საქციელით გამოირჩა.

„ყარაბაღის“ ფეხბურთელმა გოლი ხელით გაიტანა და მსაჯმა ის ჩათვალა. ვინაიდან კონფერენს ლიგაზე VAR-ი არ არის, აზერბაიჯანელებს შეეძლოთ ხელით გატანილი გოლი ეზეიმათ. თუმცა, ყურბანოვმა თავის ფეხბურთელს მოუწოდა, მსაჯისთვის ეთქვა, რომ გოლი ხელით გაიტანა.

შედეგად, გოლი გაუქმდა. მატჩის შემდეგ ყურბანოვმა კომენტარი გააკეთა: „მე ვკითხე ფეხბურთელს ითამაშა თუ არა ხელით და მიპასუხა, რომ, ითამაშა. სწორი გადაწყვეტილების მიღება რთული არ არის, სამართლიანად მოვიქეცი, როგორც ნამდვილი აზერბაიჯანელი“.

შეგახსენებთ, რომ ამ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა ლუკა გუგეშაშვილმა, რომელსაც ორი სეივი ჰქონდა. აზერბაიჯანული გუნდი „მარსელთან“ ორი მატჩის ჯამში 1:6 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

0.119321