ფეხბურთი

10:20 | 25.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გასპერინი მალინოვსკიზე: "ფეხბურთი პრობლემებს ვერ ჭრის, მაგრამ ხალხის დაახლოება შეუძლია"

ევროპა ლიგის 1/16 ფინალში ბერგამოს „ატალანტამ“ სტუმრად“ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ 3:0 დაამარცხა, ორი გოლი კი რუსლან მალინოვსკიმ გაიტანა.

უკრანელმა ფეხბურთელმა მაისური აიწია, რომლის შიგნით ეწერა: „არა ომს უკრაინაში“. მალინოვსკის შესახებ თამაშის შემდეგ ბერგამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო გასპერინიმაც გააკეთა კომენტარი:

„დილით ვკითხე, შეძლებდა თუ არა, თამაშს, რადგან ოჯახის წევრები უკრაინაში ჰყავს. ბენდიერი ვარ მისი დუბლით. ფეხბურთი არ აგვარებს პრობლემებს, მაგრამ ზოგჯერ მას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ყველას ცოტათი დაახლოებაში“, - თქვა იტალიელმა მწვრთნელმა.

0.118671