ფეხბურთი

22:35 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "უკრაინელ ხალხს და ამ ომის ყველა მსხვერპლს სოლიდარობას ვუცხადებ"

იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ეს ყველაფერი მისთვის შოკისმომგვრელი და ტრავმულია.

„ამ დილით გაღვიძება შოკისმომგვრელი და ტრავმული იყო. ვუყურებდი ფოტოებს და უმწეობის განცდა დამეუფლა. ბოლომდე იმედი მქონდა, რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა და კრიზისი კონფლიქტის გარეშე მოგვარდებოდა. ვიმედოვნებ, რომ დომინოს ეფექტი არ იმუშავებს და დიპლომატია შეძლებს თავის სიტყვის თქმას. ჩემი ფიქრები და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს და ყველა ადამიანს, რომლებიც ამ ომის სხვერპლნი არიან“, - დაწერა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის დილას რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საომარი მოქმედებები დაიწყო.

0.147562