ფეხბურთი

22:00 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "2008 წელს "გაზპრომის" გამო "ატლეტიკოსთან" არ ვითამაშე"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გელზენკირხენის "შალკეს" გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მაისურიდან "გაზპრომის" წაშლა გადაწყვიტა, კომენტარი გააკეთა.

მან გაიხსენა 2008 წელს, როდესაც რუსული კომპანიის გამო მადრიდის "ატლეტიკოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

"2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში შალკე 04-ის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მოედანზე გამოვსულიყავი მაისურით, რომელსაც რუსული კომპანიის "გაზპრომის" სახელი ეწერა. ამიტომ უარი ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ მეთამაშა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ჩემი ყოფილი კლუბი უარს ამბობს, მაისურზე ეწეროს რუსული ნავთობმომპოვებელი კომპანიის სახელი", - დაწერა კობიაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "გაზპრომი" "შალკეს" მთავარი სპონსორი 2007 წლიდანაა. კობიაშვილი "ხუმარების" ღირსებას 2003-2010 წლებში იცავდა.

0.115091