ავტოსპორტი

21:23 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი სოჭის რბოლაში მონაწილეობას არ აპირებს

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა განაცხადა, რომ მონწილეობას არ მიიღებს რუსეთის დიდი პრიზის რბოლაში, რომელიც სოჭის ოლიმპიურ ავტოდრომზე ტარდება. ფეტელი ამის მიზეზად, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ასახელებს.

რუსეთში ფორმულა 1-ის რბოლები 2014 წლიდან იმართება. წლევანდელ სეზონში, რბოლა 25 სექტემბერს არის დაგეგმილი.

„ჩემი აზრი ასეთია - მე იქ არ უნდა გამოვიდე. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში რბოლაში მონაწილეობა უსამართლობა იქნება. ვწუხვარ იმის გამო, რომ უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან. მათ სულელური მიზეზების გამო სწირავენ“, - ამბობს „ასტონ მარტინის“ გერმანელი პილოტი.

ფეტელს ეთანხმება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაქს ფერსტაპენი: „როდესაც ქვეყანა ომს აწარმოებს, იქ არავითარ შემთხვევაში რბოლა არ უნდა გავმართოთ“.

რუსეთის დიდი პრიზის ორგანიზატორი, მომდევნო წლიდან, რბოლის სოჭიდან სანკტ პეტერბურგში გადატანას გეგმავს. სოჭის რბოლას თითქმის ყოველთვის ესწრება რუსეთის პრეზიდენტი და დაჯილდოების ცერემონიაშიც მონაწილეობს ხოლმე.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ბარსელონას ტესტების მეორე დღის ბოლოს, გუნდები შეკრებას გამართავენ, რომელზეც კალენდრიდან რუსეთის ეტაპის ამოღებაზე იმსჯელებენ.

0.112521