ფეხბურთი

18:45 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"შალკეს" უარი გაზპრომს

გელზენკირხენის „შალკე“ მაისურიდან გაზპრომის ლოგოს წაიშლის. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება გერმანული გუნდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო კლუბის მაისურზე გაზპრომის ნაცვლად „შალკე 04“ დაიწერება.

შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და სამხედრო მოქმედებები დაიწყო.

თეგებიშალკე
0.127321