ფეხბურთი

19:20 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვასილი უტკინი: "სიბნელე და უსუსურობა, ყველაზე საშინელი დღეა"

ცნობილი რუსი კომენტატორი ვასილი უტკინი რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის სიბნელე და უძლურობა, ყველაზე საშინელი დღე.

„ნამდვილად არ მესმის, როგორ უნდა გავაკეთოთ დღეს გადაცემა. რა დროს ფეხბურთია. რჩევას არ ველოდი, რადგან დარწმუნებული ვარ, ახლა ასეთ რჩევას ვერავინ მოგვცემს. ყველაზე საშინელი დღეა. რეკორდი მოხსნილია. სიბნელე და უსუსურობა. არ მეგონა, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი დღე დადგებოდა“, - დაწერა უტკინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაზე სამხედრო იერიში 24 თებერვლის დილას მიიტანა.

0.13797