ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელმა, სებასტიან ალემ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ბენფიკას“ წინააღმდეგ (2:2), 29-ე წუთზე გამოიჩინა თავი. მიმდინარე გათამაშებაში ეს მისი მე-11 გოლი გახლდათ.
ამისდაკვალად, მან ტურნირის თავისივე რეკორდი გააუმჯობესა, ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა.
ცნობისათვის, მანამდე რეკორდსმენები ალესანდრო დელ პიერო, დიეგო კოშტა და ერლინგ ჰოლანდი იყვენენ, რომელთაც მიჯრით 5 მატჩში გამოეჩინათ თავი.