ფეხბურთი

10:52 | 24.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ყველგან ლივერპულელები

ოთხშაბათ საღამოს „ლივერპულმა“ შინ „ლიდსი“ 6:0 გაანადგურა, 60 ქულა მოაგროვა და ახლა მხოლოდ 3 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „მანჩესტერ სიტის.“ დუბლი მიითვალეს „წითლების“ ლიდერებმა, მოჰამედ სალაჰმა და სადიო მანემ.

საინტერესოა, რომ მიმდინარე პრემიერლიგის ბომბარდორთა პირველ სამეულში მხოლოდ „ლივერპულის“ ფეხბურთელები არიან: სალაჰი - 19 გოლი, დიოგუ ჟოტა - 12 და მანე - 11.

რაც შეეხება საგოლე პასებს, აქაც ლივერპულელები დომინირებენ. 10-10 ასისტით პირველ-მეორე ადგილებს სალაჰი და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი იყოფენ. მესამეზე კი 9 შედეგიანი გადაცემით ენდრიუ რობერტსონია.

0.113213