ფეხბურთი

14:27 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" ნიჭიერი ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის კლუბში გადავიდა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისა და „საბურთალოს“ ფეხბურთელი ლუკა წულუკიძე კარიერას ეკატერინბურგის „ურალში“ გააგრძელებს.

18 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრანსფერს რუსეთის პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. ჯერჯერობით, უცნობია კონტრაქტის დეტალები.

წულუკიძე 19-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია და 6 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა. მას „საბურთალოს“ მთავარ გუნდში ერთადერთი თამაში აქვს ჩატარებული, გასული სეზონის ბოლო ტურში ქობულეთის „შუქურასთან“ და გოლიც გაიტანა.

„ურალში“ კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, ლუკა გაგნიძე თამაშობს, რომელიც იქ მოსკოვის „დინამოს“ ჰყავს განათხოვრებული. რუსული კლუბი პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-11 ადგილზეა, 26 თებერვალს კი, სტუმრად „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდება.

0.116829