ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ნურ-სულთანის ტურნირის 1/16 ფინალში მასპინძელი გოზალ აინიტდინოვა დაამარცხა და მომდევნო წრეში გავიდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც WTA-ს რეიტინგში 161-ე ადგილზეა, მეტოქის ძლევას საათი და 6 წუთი მოანდომა და პრობლემა არ შექმნია - 6:3, 6:1.
მარიამი მეოთხედფინალში რუს ანჟელიკა ისაევას დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგშიც თამაშობდა, მაგრამ ასპარეზობას პირველ სტადიაზე გამოეთიშა.