თამაშგარე

11:35 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

არტურ კაბრალი როსელამ მოხიბლა

ფლორენციის “ფიორენტინას“ პრესცენტრის ხელმძღვანელი, როსელა პეტრილო დიდი ხანია იტალიური და არამხოლოდ იტალიური ბულვარული მედიის ყურადღების ქვეშაა. ეს ლამაზმანი თავის დროზე თავად იყო სპორტსმენი, შემდეგ მოდელობაში სცადა ბედი და როსელას საბოლოო ნავთსაყუდელი “ფიორენტინას“ კარის ჟურნალისტობაა.

მთელი მსოფლიო მოიარა ფოტომ, სადაც ასახულია იტალიის ჩემპიონატში უკანასკნელი გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე “ფიორენტინას“ ბრაზილიელი ფორვარდი არტურ კაბრალი როსელა პეტრილოს დიდებულ მკერდზე როგორ შესცქერის და ამ მზერაში იხატება ყველაფერი ის, რამაც კაცობრიობა დღემდე მოიყვანა.

თავად ლამაზმანმა ეშმაკობა იხმარა, ეს ამბავი საერთოდ არ შეიმჩნია და სოციალურ ქსელში ფოტოები თავად დადო და მასზე “მეფე არტური“ დააწერა, რაც კაბრალისადმი მისი მხრიდან დიდ პატივისცემას გამოხატავს. როგორც ჩანს როსელა დიდი ხანია მიეჩვია მამაკაცთა გადარევას და ასეთი მზერაც აღარ აკვირვებს.

0.133338