ავტოსპორტი

0:56 | 23.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო გადაწყვეტილებას შუა სეზონში მიიღებს

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ესპანელი ფერნანდო ალონსო არ მალავს, რომ ფორმულა 1-ს მესამე ტიტულის მოსაპოვებლად დაუბრუნდა. გასულ სეზონში მან „ალპინის“ მანქანით იასპარეზა და ახალ სეზონშიც ამავე გუნდში იქნება. ის იმედოვნებს, რომ ახალი ტექნიკური რეგლამენტი და ბიუჯეტის შეზღუდვა, გუნდების შესაძლებლობებს გაათანაბრებს და მას ტიტულისთვის ბრძოლის საშუალება კვლავ ექნება.

„დღეს მხოლდ იმის თქმა შემიძლია, რომ ფორმულა 1-ში დარჩენა მსურს. მაგრამ ჩემი კარიერის მომავალზე, საბოლოო გადაწყვეტილებას შუა სეზონში მივიღებ. იმედი მაქვს, რომ ახალი მანქანა კონკურენტუნარიანი იქნება. ჩემპიონატს ახალი რეგლამენტის გამო დავუბრუნდი. ამ ახალ მანქანას წელიწადნახევარი ველოდი. ვხედავდი, როგორ ქმნიდა გუნდი მას სუფთა ფურცლიდან“, - ამბობს ალონსო და დასძენს:

„მინდა დავიჯერო, რომ ახალი წესები კვარცხლბეკებისთვის ბრძოლის საშუალებას მოგვცემს. ამას ადრე თუ გვიან, გამარჯვებაც მოჰყვება. თუ ასე მოხდა, მაშნ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ. წინსვლა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოხდეს. და ჩვენ ამ ახალი მანქანით, პირველი ნაბიჯის გადადგმას ვაპირებთ“.

თუ ფ1-ში ტიტულისთვის ბრძლა აღარ გამოუვა, მაშინ არსებობს სხვა სერიები, რომლებშიც კარიერის გაგრძელებას ის ისურვებდა. მათ შორისაა ლეგენდარული რბოლა ინდი 500, რომელში გამარჯვებასაც ალონსო ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

0.115207