საქართველოს რაგბის კავშირმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი, რომელსაც თბილისში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, უკრაინულ ენაზე დააანონსა.
უკრაინულ ანონსში აღნიშნულია, რომ „დინამო არენაზე“ მაყურებელთა 50% დაესწრება და საქართველოს ჰიმნი ყველა გულშემატკივარმა ერთად უნდა იმღეროს.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-რუსეთის მატჩი 27 თებერვალს, 18:00 საათზე გაიმართება. „ბორჯღალოსნებმა“ რაგბი ევროპის განვლილ ორ ტურში ნიდერლანდებს მოუგეს, ხოლო პორტუგალიასთან შეხვედრა ფრედ დასრულდა.