ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის 1/16 ფინალში ავსტრალიელ ალექსეი პოპირინთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ თამაშისთვის 100%-ით მზად არ იყო.
„დღეს 100%-ით მზად არ ვიყავი. მიმდინარე წელს უკვე მეხუთე შემთხვევაა, როდესაც თამაშისას ავად ვიყავი, მაგრამ მაქსიმუმი ვცადე. იმედი მაქვს, რომ მალე გამოვჯანმრთელდები და ინდიან ველსის მასტერსითვის მზად ვიქნები“, - დაწერა ბასილაშვილმა ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში ამჟამად მე-19 ადგილზეა, მისი კარიერის საუკეთესო შედეგი კი მე-16 ადგილია, რომელსაც 2019 წელს იკავებდა.