ფეხბურთი

20:15 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ხორვატი ნახევარმცველი დაიმატა

ხორვატი ნახევარმცველი ბენედიკ მიოკი თბილისის “საბურთალოში” ითამაშებს – კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

27 წლის საყრდენ ნახევარმცველს კარიერის დიდი ნაწილი ხორვატულ “ოსიეკში” აქვს გატარებული. 2018-2019 წლებში უნგრეთის “პუშკაშის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2020-2021 წლებში ტირასპოლის “შერიფში” თამაშობდა. წლეულს ბენედიკი “საბურთალოში” პირველი ლეგიონერია.

0.115012