საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს პირველივე წრეში, 1/16 ფინალში გამოეთიშა.
ბასილაშვილს წილისყრის მიხედვით ფელიქს ოჟიე-ალიასიმთან უნდა ეთამაშა, მაგრამ ის ტურნირს ჩაეხსნა და ნიკოლოზი ATP-ს რეიტინგის 66-ე ნომერ ალექსეი პოპირინს გაეჯიბრა, რომელთანაც აშკარა ფავორიტი იყო. თუმცა, ნიკოლოზმა უშანსოდ წააგო.
შეხვედრა ზუსტად 1 საათი მიმდინარეობდა და ავსტრალიელმა ძალიან იოლად, 6:2, 6:3 მოიგო. შედეგად, ბასილაშვილი დუბაის ტურნირს გამოეთიშა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მანამდე დოჰას ტურნირის ფინალში გასვლა მოახერხა და ATP-ს რეიტინგში მე-19 ადგილზე აღზევდა.