ფეხბურთი

17:25 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა

გია გრიგალავა კარიერას რუსეთის პრემიერლიგის ბინადარ „ხიმკიში“ გააგრძელებს. მართალია კლუბს ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ქართველი მცველი გუნდის განაცხადშია.

32 წლის მცველი 2021 წლის შემდეგ უგუნდოდ იყო, როდესაც ტულის „არსენალი“ დატოვა, სადაც ბოლო 5 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. გიას ასევე უთამაშია „ეთნიკოსში“, „პაფოსში“, „ანჟიში“, „კრილია სოვეტოვში“, „ვოლგაში“, „როსტოვში“, „მოსკვასა“ და „სკა როსტოვში“.

აღსანიშნავია, რომ "ხიმკიმ" გრიგალავა რუს ფეხბურთელად დაარეგისტრირა, რათა ლეგიონერად არ ჩაითვალოს. ქართველ ფეხბურთელს ქართული და რუსული პასპორტიც აქვს, რაც კლუბში გამოიყენეს.

„ხიმკი“ რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერია და 18 ტურის შემდეგ 14 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზეა.

0.120713