სხვა

2:22 | 22.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

მო ფარა სარბენ ბილიკს უბრუნდება

მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონი, ბრიტანელი მო ფარა მალე სარბენ ბილიკს დაუბრუნდება. ფეხის ტრავმის მოშუშების შემდეგ, ის პირველად ლონდონის ტურნირზე, 10 000 მეტრზე იასპარეზებს. შეჯიბრი 2 მაისს გაიმართება.

ფარა ახლა 38 წლისაა. მან ლონდონის (2012) და რიოს (2016) ოლიმპიადებზე, 5 000 და 10 000 მეტრზე სირბილში გაიმარჯვა. მაგრამ ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა. ივნისიდან კი ტრავმის გამო აღარსად გამოსულა.

ფარას ლონდონის გარბენი შვიდჯერ აქვს მოგებული და იმედოვნებს, რომ იქ დაბრუნება წარმატებული იქნება.

„ბევრს ვმუშაობ იმისთვის, რომ ფორმაში შევიდე. წინ ვარჯიშის რამდენიმე თვე მელის. მიზნად ლონდონში, 10 000 მეტრზე ასპარეზობა მაქვს დასახული და ეს კარგია. ამ შეჯიბრთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ის შვიდჯერ მაქვს მოგებული. და ერთი სული მაქვს, რომ იქ კიდევ ერთხელ გამოვიდე“, - ამბობს ფარა.

თეგებიმო ფარა
0.119479