ფეხბურთი

21:18 | 21.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: "იუვენტუსი" ფავორიტია, მაგრამ წინასწარ დამარცხებულები არ ვართ"

ესპანური „ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ „იუვენტუსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ მისი გუნდი გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„იუვე“ თავისი ისტორიიდან გამომდინარე პატივისცემას იმსახურებს. იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია. კიელინი იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ამოსავალი წერტილია, დადებით ენერგიას გადმოსცემს და ის ალბიოლს მაგონებს. მისი არყოფნა უპირატესობა იქნება, მაგრამ „იუვენტუსი“ ფავორიტად რჩება.

თამაშს წაგებული არ ვიწყებთ, გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვთ. აქ იმიტომ ვართ, რომ ეს დავიმსახურეთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, მაგრამ უკვე ვფიქრობთ საპასუხო მატჩზე, შესაძლო დამატებით დროსა და პენალტებზეც“, - თქვა ემერიმ.

შეგახსენებთ, რომ „ვილიარეალისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 22 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.111577