მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანული „ვოლფსბურგის“ ნიჭიერი მარჯვენა მცველის, რიდლე ბაკუს გადაბირებას გეგმავს. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
„რეკორდმაისტერი“ გერმანელი ფეხბურთელის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში აპირებს, „ვოლფსბურგი“ კი მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.
აქვე გეტყვით, რომ 23 წლის გერმანელმა მცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.