ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში დაწინაურდა და 22-ე პოზიციიდან მე-19 საფეხურზე გადაინაცვლა.
ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშა, რომელიც შარშან მოგებული ჰქონდა, ამიტომ, 100 სარეიტინგო ქულა დაკარგა, მაგრამ ოცეულში შესვლა მიანც მოახერხა. ქართველი ჩოგბურთელის აქტივში ამჟამად 2 156 ქულაა. ბასილაშვილის კარიერაში საუკეთესო შედეგი მე-16 ადგილი იყო.
აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი დუბაის ტურნირისთვის ემზადება, რომლის პირველ წრეში 22 თებერვალს, ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს დაუპირისპირდება.