ესპანეთის ლა ლიგის 25-ე ტურში "ვალენსია" "ბარსელონას" უმასპინძლებს და გიორგი მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაშია.
ხოსე ბორდალასმა ხაუმე დომენეკსა და მამარდაშვილს შორის არჩევანი ისევ ქართველი მეკარის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც სასტარტოში ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.
თამაში თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. გიორგის მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 9 მატჩი აქვს ჩატარებული (8 ლა ლიგაში და 1 თასზე).