სხვა

13:26 | 20.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს წყალბურთის ნაკრების ევროშესარჩევი უდანაკარგოდ დაასრულა

საქართველოს ნაკრებმა წყალბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა.

ქართველმა წყალბურთელებმა ფინალური ეტაპის საგზური ორი ტურის შემდეგ ბელარუსთან და პოლონეთთან გამარჯვებებით მანამდე გაინაღდეს, ბოლო ტურში კი ჯგუფში პირველობისთვის სლოვაკეთს დაუპირისპირდნენ.

ჯგუფის ლიდერების შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საქართველომ 18:16 მოიგო. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ და სლოვაკების მაქსიმუმი სამჯერ ანგარიშის გათანაბრება იყო. თუმცა, ბოლო პერიოდში საქართველომ მობილიზება მოახერხა და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა.

3 გოლით გამოირჩა ნიკა შუშიაშვილი, მეტოქის კარი ორ-ორჯერ დალაშქრეს დუშან ვაშიჩმა, ვალიკო დადვანმა, მარკო ელაჩამ, იოვან სარიჩმა, ფაბიო ბარალდიმ და ბორის ვაპენსკიმ, ხოლო თითო გოლი ანდრია ბითაძის, რევაზ იმნაიშვილისა და გიორგი მაგრაქველიძის ანგარიშზეა.

B ჯგუფში ასპარეზობა ასე დასრულდა: საქართველო 9 ქულა, სლოვაკეთი 6 ქულა, ბელარუსი 3 ქულა და პოლონეთი - 0 ქულა.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე 2014, 2016, 2018 და 2020 წლებში აქვს ნათამაშები, ხოლო 2022 წლის ჩემპიონატი 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე ხორვატიაში ჩატარდება.

საქართველო - სლოვაკეთი 18:16 (7:5, 5:3, 3:6, 3:2)

გოლები: 1:0 ვაპენსკი, 2:0 ბარალდი, 2:1 ბალაზი, 3:1 ელაჩა, 4:1 დადვანი, 4:2 დურიკი, 4:3 ჩარაი, 4:4 ფურმანი, 5:4 ბარალდი, 5:5 დურიკი, 6:5 დადვანი, 7:5 ვაპენსკი, 8:5 სარიჩი, 9:5 შუშიაშვილი, 9:6 ჩარაი, 10:6 იმნაიშვილი, 11:6 ვაშიჩი, 11:7 ტკაჩი, 12:7 შუშიაშვილი, 12:8 ზარევა, 12:9 ზატოვიჩი, 13:9 შუშიაშვილი, 13:10 ჩარაი, 13:11 ტკაჩი, 13:12 ზარევა, 14:12 ბითაძე, 14:13 ტისაი, 14:14 ტკაჩი, 15:14 ვაშიჩი, 16:14 მაგრაქველიძე, 17:14 ელაჩა, 17:15 ზატოვიჩი, 17:16 ზატოვიჩი, 18:16 სარიჩი

0.115772